არმაზ ახვლედიანი - ნაღმი ჩადებულია ამათ მიერ ისე, რომ 5-10 წლის შემდეგაც იმოქმედოს

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ნაღმი ჩადებულია ამათ მიერ ისე, რომ 5-10 წლის შემდეგაც იმოქმედოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, გამოზარდოს თაობა, რომელიც მათ გზას გააგრძელებს.
"ქართულ ოცნებაში" თავად ჩაჭრეს და ჩახერგეს ყველა გზა დასავლეთისკენ, გათელეს საქართველოს კონსტიტუცია, სრულად აქციეს ზურგი ქართველი ხალხის ინტერესს, რომ საქართველო ნორმალურობისკენ წავიდეს და ეს განაპირობებს იმას, რომ ისინი არ აპირებენ ძალაუფლების დათმობას. ერთი რამ ვთქვათ - გამსახურდია მცირე ხნით იყო, შევარდნაძე იყო გარკვეული პერიოდი, სააკაშვილიც იყო საკმაოდ დროით, მაგრამ სამივე ამ ხელმძღვანელის პირობებში კრიზისის დროს სამივე მზად იყო, რომ წასულიყო არსებით მოლაპარაკებაზე და თუ საჭირო იქნებოდა, დაეთმო ხელისუფლება.
ეს არის პირველი განსხვავებული შემთხვევა, რომ ეს დაჯგუფება არ აპირებს, დათმოს ძალაუფლება არაფრის ფასად, ამიტომ ეს ამოცანას ასი ათასად ართულებს, მეორე მხრივ, ეს გვეუბნება, რომ ამ პირობებში, ასეთ წარმოუდგენელ კატასტროფულ იზოლაციაში ესენი დიდხანს ვერ გაძლებენ, მაგრამ ეს დიდხანს რამდენ ხანს გრძელდება და ამ პერიოდში რა ფასს გადავიხდით ჩვენ, არ ვიცი. სწორედ ამიტომ, მოქმედება საჭიროა სწორედ აქ და ახლა. ყოველ ჯერზე გადადება გეგმის, რაც უნდა ჰქონდეს საზოგადოების აქტიურ ნაწილს, გამოიწვევს იმას, რომ მერე და მერე ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელი იქნება.
ახლანდელი რეჟიმი აკეთებს იმას, რომ მის შემდეგაც მათი შთამომავლები იყვნენ თავიანთი გამოზრდილი პიონერები, წულუკიანმა ეს თქვა ადრე პარლამენტში, რომ "ის თაობა მოვა, რომელიც ჩვენს იდეას გააგრძელებსო", ეს არ იყო შემთხვევით ნათქვამი, ეს ჩანაფიქრი ივანიშვილს და ახლა უკვე კობახიძესაც აქვს და მიჰყვებიან ამ გეგმას, შესაბამისად, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ნაღმი ჩადებულია ამათ მიერ ისე, რომ 5-10 წლის შემდეგაც იმოქმედოს", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


