არმაზ ახვლედიანი – ოთხივე ოპოზიციური პარტია ახლა ვალდებულია, სასწრაფოდ შეიმუშაოს ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების დაცვისა და მომდევნო მოქმედებების გეგმა


ავტორი
Front News საქართველო
ბარიერგადალახული და რეალურად გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური პარტია ახლა ვალდებულია, სასწრაფოდ შეიმუშაოს ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების დაცვისა და მომდევნო მოქმედებების გეგმა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი დამარცხდა, თუმცა ის ამას უტიფრად არ იმჩნევს და მორჩილი ცესკოს პირით გამარჯვებას აცხადებს.
“ბარიერგადალახული და რეალურად გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური პარტია ახლა ვალდებულია, სასწრაფოდ შეიმუშაოს ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების დაცვისა და მომდევნო მოქმედებების გეგმა და შესაბამისი მტკიცე, ერთიანი, დროული, ეფექტური ნაბიჯებით არ დაუშვას რუსული ოცნების მიერ ძალაუფლების მიტაცება, უზრუნველყოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ევროპული პერსპექტივის გადარჩენა და შეუქცევადი წარმატება. ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი დამარცხდა, თუმცა ის ამას უტიფრად არ იმჩნევს და მორჩილი ცესკოს პირით გამარჯვებას აცხადებს”, – წერს არმაზ ახვლედიანი.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი

არმაზ ახვლედიანი – ამ სამი ადამიანის პასუხისმგებლობაა, რომ ჯოჯოხეთი მოუწყვეს მიხეილ სააკაშვილს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ საქართველოს

დავით დარჩიაშვილი – ეს ჰგავს სტალინის და ჰიტლერის დროის დისკურსებს, მაშინ “ხალხის მტერს” ეძახდნენ, ახლა ტერმინი “ომის პარტია“ შემოიღეს

დავით ქართველიშვილი – ქალბატონი დეგნანი ვალდებულია ღიად დააფიქსიროს პოზიცია “ტექნიკურ მთავრობასთან” დაკავშირებით, მთავარი საკითხი ახლა ეს არის, თორემ გეგმა დაწერა მთავრობამ და მოიწონა ევროპარლამენტმა