
ავტორი
Front News საქართველო
“ოცნებას” ამ კანონის მიღება სჭირდება ერთადერთი მიზნით, რომ ის მის ხელში გახდეს მოქნილი ბერკეტი ოპონენტებზე პოლიტიკური და სამართლებრივი ძალადობისა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ კანონის ბოროტად გამოყენებაა სწორედ ხალხის გააფთრებული რეაქციის მიზეზი.
“ერთი რამ არის ცხადზე ცხადი, რომ “ოცნებას” ამ კანონის მიღება სჭირდება ერთადერთი მიზნით, რომ ის მის ხელში გახდეს მოქნილი ბერკეტი ოპონენტებზე პოლიტიკური და სამართლებრივი ძალადობისა. ამიტომაცაა, რომ ასეთი გააფთრებულია საზოგადოების რეაქცია და ამიტომაცაა, რომ ასე მკვეთრად გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას დასავლელი ყველა პარტნიორი” , – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს