
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას გვარამიასთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტთან მიმართებითაც, მას მშვენივრად ესმის რა ვითარებაა , – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება ქვეყნისთვის.
“მე მეჩვენება, რომ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას გვარამიასთან დაკავშირებით. მესამე პრეზიდენტთან მიმართებითაც, მას მშვენივრად ესმის რა ვითარებაა. ის, რომ მოუწოდა სასამართლოს, ვფიქრობ, ამითაც ითქვა გარკვეულად სათქმელი. რამდენად უფრო გაუხეშდება „ქართული ოცნების“ პოზიცია ევროპასთან და საკუთარ ხალხთან მიმართებით, ვფიქრობ, პრეზიდენტის პოზიციაც ამის კვალობაზე უფრო გამკაცრდება…
მე მეჩვენება, რომ მისი პოზიციები დღეს საკმაოდ საყურადღებოა და ხვალ და ზეგ შეიძლება გახდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, – განაცხადა ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს