არმაზ ახვლედიანი - ყველას მიადგება ავტორიტარიზმის ეს ულმობელი და დაუნდობელი მანქანა

ავტორი
Front News საქართველო
დღეს რაც გვჭირს, ეს არ ეხება მხოლოდ იმათ, ვინც ვაპროტესტებთ, ყველას მიადგება ავტორიტარიზმის ეს ულმობელი და დაუნდობელი მანქანა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
"2013 წელს მე უკვე ვამბობდი, რომ ჩიხი გარდაუვალია. როგორ ფიქრობთ, ამის თქმა მაშინ, თანაც იქ მყოფისთვის მარტივი იყო?! მაშინ ჩანდა მკაფიოდ, რომ თუ გაიმარჯვებდა ღარიბაშვილ-კალაძის კლანის მიმართულება, ივანიშვილის კარზე, მაშინ გარდაუვალი იქნებოდა ჩიხი საქართველოსთვის. როცა ღარიბაშვილი მოიყვანა ივანიშვილმა პრემიერად, ჩემთვის იყო გასაგები, რა მოჰყვებოდა ამას საბოლოოდ, მით უფრო, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც მყისიერად გადადგა მაშინ ღარიბაშვილმა. ავტორიტარიზმის პირველი ნიშნები მაშინ უკვე ჩანდა, თუმცა ამაზე როცა ვსაუბრობდი ძალიან ცოტა მეგულებოდა ადამიანი, ვინც გამიგებდა შინაური თუ გარეული. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2016 წლის არჩევნებზე ხელის გულზე ჩანდა, რომ გარდაუვალი იყო ავტორიტარიზმი.
ახლა ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს რაც გვჭირს, ეს არ ეხება მხოლოდ იმათ, ვინც ვაპროტესტებთ, ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ მას არასოდეს შეეხება ეს ცვლილებები და ამბობს, რომ არასოდეს არ გააპროტესტებს არაფერს და რატომ დამიჭერენო, - არა, თქვენ უეჭველად შეგეხებათ, უბრალოდ, დროის ამბავია, ყველას მიადგება ავტორიტარიზმის ეს ულმობელი და დაუნდობელი მანქანა", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი




