არმაზ ახვლედიანი – რატომ მივიყვანეთ ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს გასაქცევად აქვს საქმე?


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა.
“ძვირფასო კოლეგებო უმრავლესობიდან, ხომ ვერ მეტყვით რატომ არის დღეს საქართველოში ისეთი გარემო, რომ ახალგაზრდები ყველა ოცნებობს საქართველოს დატოვებას? გთხოვთ, გასცეთ ამ კითხვას პასუხი. რა ხდება მექსიკის საზღვარზე? რატომ ვართ ამ შავ დღეში? რატომ მივიყვანეთ ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს გასაქცევად აქვს საქმე? გაქცევაზეა სწორედ საქმე და არა ქვეყნის უბრალოდ დატოვებაზე, დროებით წასვლაზე.
ეს რა ეკონომიკური მდგომარეობა შევქმენით და ასეთი უიმედობის განცდა, რომ მე არ მგონია ამ ფონზე საერთოდ შესაძლებელი იყოს საქართველოში საუბარი იმაზე, რომ ევროატლანტიკური პერსპექტივა არის ახლოს ან საერთოდ შესაძლებელი.
მაშინ, როცა ყველა ვხედავთ, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია საზოგადოებამ მიიღოს ის, რაც მას სურს, მითხარით რაზე შეიძლება სხვაზე ვისაუბროთ? მაშინ, როცა თქვენ განაგრძეთ წინა ხელისუფლების დამღუპველი, ტრაგიკული პრაქტიკა და სასამართლო ახლა თქვენს ჯიბეშია, მიპასუხეთ რა არის ეს? რა ახსნა აქვს ამას? დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ჩვენი საზოგადოება ისეთს გეტყვით, რომ ეს იქნება ბოლო თქვენთვის“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი

არმაზ ახვლედიანი – მაშინ ვირწმუნებ სააკაშვილის ბრალეულობას, როდესაც მას განსჯის სამართლიანი და არა თქვენი ჯიბის სასამართლო

არმაზ ახვლედიანი – ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა, საქმე იქამდე მივიდეს, რომ თქვენი სამთავრობო თვითმფრინავისთვის აღარ იყოს შესაძლებელი სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში დაშვება

არმაზ ახვლედიანი – ამ სამი ადამიანის პასუხისმგებლობაა, რომ ჯოჯოხეთი მოუწყვეს მიხეილ სააკაშვილს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ საქართველოს