Logo

არმაზ ახვლედიანი – როდესაც სამშობლო არის გასაჭირში და დუმხართ, ან ორაზროვან განცხადებას აკეთებთ, ივანიშვილზე მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ

პოლიტიკა
601
Frontnews image description

მოქალაქეებო, თანამოქალაქეებად ვერ იწოდებით, როდესაც ჩვენი სამშობლო არის გასაჭირში და დუმხარ, ან ორაზროვან განცხადებას აკეთებ, იცოდეთ, ივანიშვილზე მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს აღარაფრის იმედი აქვს დარჩენილი.

“სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას, ყველა დაკავებულს. მე გუშინწინ ვესაუბრე არაერთ უცხოელ მეგობარს და ყველა იყო აღშფოთებული, როგორ მიათრდევნენ მას. ეს იყო სამაგალითო სადამსჯელო ოპერაცია.

სირცხვილი ყველას, ვინც ჟურნალისტებზე ხელს აღმართავს. მე არ მაინტერესებს, ვინ არიან ის “ტიტუშკები”. ისინი ამ რეჟიმის ნაწილი არიან. ჩვენი მთავარი მოთხოვნა დაუყოვნებლივ ამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს, მეორე – უნდა  დაისაჯოს შინაგან საქმეთა მინისტრიდან მოყოლებული ყველა, ვისაც აკისრია ამ სისხლის ღვრაზე პასუხისმგებლობა, სხვაგვარად ვერ განიმუხტება ვითარება. ეს უმძიმესი  კრიზისი, რომ განიმუხტოს, გზა ერთია – დაინიშნოს ნორმალურ გარემოში არჩევნები, ყველა სხვა საუბარი მიმაჩნია ფუჭად.

ივანიშვილის მოძალადე, პუტინისტურ რეჟიმს არაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს და არც აქვთ. მათ მხოლოდ იმისი იმედი აქვთ, რომ იქნებ ეს პროცესები რამენაირად გადააგორონ. მეკითხებიან, როდემდე იქნება ეს პროცესები და როდის განიმუხტება ვითარება – ეს იქნება მანამ, სანამ ჩვენ გავაბედინებთ.

მოქალაქეებო, თანამოქალაქეებად ვერ იწოდებით, როდესაც ჩვენი სამშობლო არის გასაჭირში და დუმხარ, ან ორაზროვან განცხადებას აკეთებ, იცოდეთ, ივანიშვილზე მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები