
ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა წარსული აქვთ, მაგრამ დღეს აშკარაა, რომ ორი მათგანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლია“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა და ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
“უპირველესად ვახსენებდი ნიკა გვარამიას, რომელიც ციხეში არ უნდა იყოს. ეს არის აქსიომა. ის არ უნდა იყოს იქ და რცხვენოდეს ყველას, ვინც ვერ ახერხებს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს დროულად და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. რა თქმა უნდა, ეხება მესამე პრეზიდენტს, რომელიც არის არა სამართლიანი სასამართლოს განჩინებით იქ, სადაც არის, იმიტომ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში სხვა იქნებოდა გადაწყვეტილება, შესაძლოა, იქ ყოფილიყო კიდეც ბრალეულობა, მაგრამ ვერც ერთი ბრალეულობა ვერ გაამართლებს იმას, რომ მას დღეს აქვს ეს ვითარება, მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშეა და ითხოვს დაუყოვნებლივ გადაუდებლად ჯანმრთელობის გამოსწორებას და ეს შეიძლება მხოლოდ უცხოეთში. მინდა ყველას გამოვუცხადო სოლიდარობა“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს