
ავტორი
Front News საქართველო
თქვენ ვერაფრით მოახერხეთ, რომ ოდნავ მაინც აგეთვისებინათ სხვისი გათვალისწინების კულტურა. თქვენთვის არსებობენ მხოლოდ ისინი, ვინც თქვენ მოგიწონებენ თქვენს ნაბიჯებს, თქვენს პოლიტიკას, ყველა სხვა თქვენთვის მტერია“, – ამ სიტყვებით მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს.
როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე სამყაროში კულტურა ვერ იქნება ფეხზე დამდგარი, კულტურა ვერ იქნება ადამიანისთვის და ადამიანის სამსახურში, თუ მმართველობა არ არის სამართლიანი.
“სხვა შემთხვევაში, კულტურა არის პარტიული დიქტატის ქვეშ. სამწუხაროდ, საქართველო ამ დღეშია უკვე მერამდენე ათწლეულია. კულტურა იყო და რჩება პოლიტიკური, პარტიული წნეხის ქვეშ. უნდა გითხრათ გულწრფელად, რომ თქვენ ამ ამოცანას წარმატებით ართმევთ თავს“, – მიმართა არმაზ ახვლედიანმა მინისტრს.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს