
ავტორი
Front News საქართველო
თუ “ოცნება” ახლა არჩევნებს არ ჩაატარებს მეტ-ნაკლები ნორმალურობის პირობებში და არ შეეგუება თავის გარდაუვალ მარცხს, ეს საკუთარი თავისთვის იქნება განაჩენი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ძალაუფლება.
“ევროკავშირში ზუსტად აცნობიერებენ, რომ ივანიშვილის მიერ მიტაცებული ძალაუფლების პირობებში მიმდინარეობს პირდაპირი ძირგამომთხრელი საქმიანობა, რომელიც ისე აზიანებს ქართულ-ევროპულ, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომ ამას შეიძლება, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.
თუ “ოცნება” ახლა არჩევნებს არ ჩაატარებს მეტ-ნაკლები ნორმალურობის პირობებში და არ შეეგუება თავის გარდაუვალ მარცხს, ეს საკუთარი თავისთვის იქნება განაჩენი”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს