Logo

არმაზ ახვლედიანი - თითოეული ჩვენგანი ჩვენი გადაწყვეტილების გამო, ვაგებთ პასუხს და რასაკვირველია, "ლელოც" გადაიხდის ამ ფასს

პოლიტიკა
94
Frontnews image description

ამ გაუგონარი ცინიზმის, სიყალბის, ანტისახელმწიფოებრიობის, ანტიდემოკრატიულობის ფონზე დიალოგი საოცრებაა. "ლელოც" გადაიხდის თავის ფასს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოშია დემოკრატიაც და სამართლის უზენაესობაც.

"კობახიძე ბრძანებს, რომ აქ არის დემოკრატია, აქ არის სამართლის უზენაესობა და თქვენ - "მოსკოვის მექანიზმზე" ხელისმომწერებო, ჩვენი გამოცდილება გაიზიარეთო. ამ გაუგონარი ცინიზმის, სიყალბის, ამ გაუგონარი ანტიეროვნულობის, ანტისახელმწიფოებრიობის, ანტიდემოკრატიულობის ფონზე დიალოგი საოცრებაა, ამაზე მეტს არ ვიტყვი. თითოეული ჩვენგანი ჩვენი გადაწყვეტილების გამო, ვაგებთ პასუხს და ვიხდით ფასს და რასაკვირველია, "ლელოც" გადაიხდის ამ ფასს.

საზოგადოება უნდა შეეშველოს ამ უგუნური რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოშლას და ცვლილებას, რაც უნდა მოხდეს საქართველოს პირობებში მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავისით როდის იქნება ეს, არ ვარ დარწმუნებული, რომ მალე მოხდება, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ შეიძლება გეოპოლიტიკური პოზიცია და ვითარება ჩვენთვის, საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის სასარგებლოდ მოეწყოს უახლოეს ხანებში. ამიტომ, ჩვენ გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, არა რა იქნება იქ, ან სხვაგან, თუნდაც ჩვენს პარტნიორებში, არამედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ მოქალაქეებმა და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსებმა, ჩვენი პასუხისმგებლობით, შევცვალოთ დროულად ეს ძირგამომპალი, კორუმპირებული, რუსული რეჟიმი ", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები