Logo

არმაზ ახვლედიანი – ტრამპის ამ ერთი შეხედვით დამაზიანებელმა ქმედებებმა და განცხადებებმა უკვე იქონია დადებითი ეფექტი

პოლიტიკა
770
Frontnews image description

ევროპული დღის წესრიგის გადატვირთვაც ხდება, ასე რომ, ტრამპის ამ ერთი შეხედვით დამაზიანებელმა ქმედებებმა და განცხადებებმა უკვე იქონია დადებითი ეფექტი და ეს იქნება განგრძობითი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას, აშშ-სა და უკრაინას შორის დადებითი პროცესებია დაწყებული.

“აშშ-სა და ევროპას, აშშ-სა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ არის დიდი მნიშვნელოვანი, დადებითი შემობრუნების დასაწყისი, მე ამას ასე ვხედავ. დონალდ ტრამპის საუბრის შემდეგ დავრწმუნდებით, რომ ეს მისი ძალიან ამბიციური გეგმა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები დაიბრუნებს მისთვის უპირველეს და სასურველ ფაქტორებს – ეკონომიკურ სიძლიერეს. ის დაიბრუნებს ყველაზე უფრო დიდი გავლენის მქონე, ზესახელმწიფოს ფუნქციას, რაც ერთი მხრივ, იმოქმედებს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგზე აშშ-ში, იმიტომ, რომ დემოკრატები იწყებენ გამოფხიზლებას, ხვდებიან, რომ იმ ინერციით, რითაც აქა, დე დადიოდნენ, ვეღარ ივლიან.

მეორე მხრივ, ევროპული დღის წესრიგის გადატვირთვაც ხდება, ასე რომ, ტრამპის ამ ერთი შეხედვით დამაზიანებელმა ქმედებებმა და განცხადებებმა უკვე იქონია დადებითი ეფექტი და ეს იქნება განგრძობითი”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები