
ავტორი
Front News საქართველო
ვაიძულოთ “ქართული ოცნება“ შეასრულოს რეკომენდაციები, თუ ეს ვერ მოხერხდება, გავუშვათ ის სახლში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” მმართველობა და ევროპული მსოფლმხედველობა ერთმანეთთან შეუთავსებელია.
“დასავლური სამყაროს ლიდერებმა გვითხრეს ჩვენ, ქართველებს, ჩვენ ვიმსახურებთ ევროპულ პერსპექტივას, მაგრამ ჩვენი მთავრობა თუ განსაზღვრულ ვადაში, 6 თვეში არ შეასრულებს ყველა ვალდებულებას პირუთვნელად, მაშინ საქართველო ამ სტატუსს ვერ მიიღებს და ქართველმა ხალხმა თავად უნდა გაარკვიოს საქართველოსა და თავისი ბედი.
“ქართული ოცნების” მმართველობა და ევროპული მსოფმხედველობა შეუთავსებელია, გამორიცხავს ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ ამ ტრაგიკულ ვითარებაშიც კი გვაქვს ერთადერთი გზა – ვაიძულოთ “ქართული ოცნება” შეასრულოს რეკომენდაციები, თუ ეს ვერ მოხერხდება, გავუშვათ ის სახლში“, – განაცხადა ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს