Logo

არმაზ ახვლედიანი - ვერ ითვალისწინებენ, რომ რეჟიმები ამთავრებენ ისე, როგორც დაამთავრა გიორგობის ამ ბრწყინვალე დღეს ასლან აბაშიძემ 21 წლის წინ

პოლიტიკა
295
Frontnews image description

მიუხედავად იმ წარმოუდგენელი, არანორმალური ვითარებისა, რაც იყო აჭარაში, ასლანისთვის მაინც არსებობდა რაღაც მკრთალი წითელი ხაზები, ახლა ის მკრთალი წითელი ხაზები მოირღვა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი უბრალოდ ვერ ითვალისწინებს იმას, რომ რეჟიმები ამთავრებენ ისე, როგორც დაამთავრა გიორგობის ბრწყინვალე დღეს ასლან აბაშიძემ 21 წლის წინ.

"13 წელი გასტანა იმ რეჟიმმა მაშინ აჭარაში, 13 წლის შემდეგ დასრულდა და 13 წლის თავზე ახლა ივანიშვილმა შედეგად მიიღო ის, რომ მან რეჟიმი დაამყარა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და დაიპირისპირა დასავლეთი, საზოგადოების აქტიური ნაწილი და არ დატოვა გამოსავალი, თუ არა მისი ხელისუფლებიდან წასვლა. 

ვფიქრობ, ამ ვითარებაში აღარც არჩევნებია აქტუალური იმიტომ, რომ ივანიშვილი არჩევნებს არ დანიშნავს და თუ დანიშნავს, ეს იქნება საიმისოდ, თავისებურად გააკეთებს და არა ხალხისთვის. აჭარასთან ის პარალელია, რომ როგორც მაშინ იყო ცრუ, რუსული პროპაგანდა, ასეა დღესაც. ბევრია მსგავსება, მაგრამ ერთი განსხვავება მაინც არის, ჩემი აზრით, მე ვიცნობდი კარგად ასლან აბაშიძეს და მიუხედავად იმ წარმოუდგენელი, არანორმალური ვითარებისა, რაც იყო აჭარაში, მისთვის მაინც არსებობდა რაღაც მკრთალი წითელი ხაზები, ახლა ის მკრთალი წითელი ხაზები მოირღვა. დარბევების ის სერია, რაც იყო და ახლა სხვა სახის რეპრესიები, დაშინება, ცილისწამება - ისე გასასტიკდა ივანიშვილის რეჟიმი, რომ ყველაფერზე მიდის და ყველაფერზე წამსვლელია, უბრალოდ ვერ ითვალისწინებს იმას, რომ რეჟიმები ამთავრებენ ისე, როგორც დაამთავრა გიორგობის ამ ბრწყინვალე დღეს ასლან აბაშიძემ 21 წლის წინ.

რაც შეეხება "მეგობარ აქტს", მალე დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს კანონს და ამის შემდეგ ივანიშვილს აღარაფერი არ დარჩება თავის არსენალში სამოქმედოდ. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის მმართველობის ამ 13 წლის მანძილზე, ასეთი მწარე ბუმერანგი მას არ მოხვედრია", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.  

21 წლის წინ, 2004 წლის 6 მაისს აჭარის რეგიონზე საქართველოს მთავრობამ კონტროლი აღადგინა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები