"არმია" ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტროს გუნდი "არმია“ ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონია.
ჩემპიონატის ფინალში, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, "არმია“ „ბათუმს“ დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობით 9:2 დაამარცხა. ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
"არმიამ" ჩემპიონის ტიტულის მოგებით, შემდეგი წლის ჩემპიონთა ლიგის „ა“ დივიზიონის საგზური მოიპოვა.
ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი „არმიას“ მეკარე კაპრალი ვახტანგ ტერუნაშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო გოლის ავტორი - კაპრალ-სპეციალისტი დავით კოხრეიძე.
თავდაცვის გუნდი მესამე წელია ქვიშის ფეხბურთის საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობს. 2023 წელს "არმიამ“ მესამე ადგილი აიღო, 2024 წლის ფინალში "ბათუმთან“ დამარცხდა, წელს კი, „არმიამ“ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
თაგები:
ქვიშის ფეხბურთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს