
ავტორი
Front News საქართველო
“2 ათასი მღვდლიდან თუ 5 აშავებს, 1995-მა რა დავაშავეთ?”- ამის შესახებ სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ცალკეული სასულიერო პირების განცხადებებზე პასუხისმგებლობას ის ვერ აიღებს.
“იუდათი ხო არ უნდა განსაზღვროთ 12 მოციქული? სასულიერო პირმა თუ კანონი სახელმწიფოს წინაშეც დაარღვია, ისიც უნდა დაისაჯოს. თქვენც უკეთებთ პიარს, როცა ამ ქადაგებებს ტელევიზიებით უშვებთ, ვიღაცას მოსწონს კიდეც, ხომ მოსწონს, ჩვენს ქვეყანაში მოძალადეები არ არსებობენ? ბუნებრივად, ან შინაგანად, ზოგს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, გადახრა.
ეკლესიიდან აუცილებლად უნდა მოდიოდეს სიყვარული. მე თუ პირადად რამე გადაცდომა მექნება, აუცილებლად მაგებინეთ პასუხი გთხოვთ, სხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ” – აცხადებს მამა იოანე მჭედლიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს