
ავტორი
Front News საქართველო
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი შენდობას ითხოვს, რადგან სტალინის გამოსახულებიანი ხატის სამების ტაძარში დაბრძანება საპატრიარქოს არ აცნობა.
“მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის”, – წერს მჭედლიშვილი.
სამების გამოსახულებით ხატის სამების ტაძარში დაკიდებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. “პატრიოტთა ალიანსის” წევრები, რომლებმაც ხატი ეკლესიას შესწირეს, ამბობენ, რომ ხატი ტაძრიდან არ გავა და სპეციალისტების დახმარებით ადგილზევე გადააკეთებენ.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fberiioane.mchedlishvili%2Fposts%2Fpfbid02pLq2BiitNyphtPYrx8vHwuwUdSiVnKrYY4BgChVTn17oKX6VREhiftrbv4Sxy32Pl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”545″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
სტალინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს