“არსად გამიგია, ქვეყნის მკვიდრი, პატრიოტი იჩემებს, რომ ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არის, ამისგან ვარ გაოცებული”


ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მიკვირს, როცა ზოგიერთები დაჟინებით ამბობენ, ეს ჩვენი ტერიტორია არ არის, არსად არ გამიგია, ქვეყნის მკვიდრი, პატრიოტი იჩემებს, რომ არა, ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არის, ამისგან ვარ გაოცებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "იმედის“ ეთერში, გადაცემაში „რა დროს ძილია“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს, რადგან ამ საკითხზე სასამართლო მიმდინარეობს.
"მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მინისტრობის დროს და მე მინისტრი ვიყავი 2005 წლის ოქტომბრამდე, არანაირად არ ითვლებოდა, რომ დავით გარეჯი იყო აზერბაიჯანის. პირიქით, ეს იყო ერთ-ერთი შეუთანხმებელი მონაკვეთი. მეორე იყო წითელი ხიდი და კიდევ სხვა პატარა მონაკვეთები. მინისტრები შევთანხმდით, რომ ეს პოლიტიკურად ძალიან მძაფრი საკითხია და უნდა გადაწყდეს პრეზიდენტების დონეზე. ძალიან მიკვირს, როცა ზოგიერთები დაჟინებით ამბობენ, რომ ეს ჩვენი ტერიტორია არ არის. არსად არ გამიგია, ქვეყნის მკვიდრი, პატრიოტი იჩემებს, რომ არა, ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არის, ამისგან ვარ გაოცებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს