"არსებობს ძლიერი იდეები" - ზელენსკიმ ტრამპთან საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შეთანხმებების შესახებ განაცხადა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარი გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმები და ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა განიხილეს.
"მე ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. კარგი საუბარი იყო, ძალიან პროდუქტიული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპს ახლო აღმოსავლეთის შესახებ შეთანხმება მიულოცა.
"ეს ძლიერი შედეგია. და თუ ჩვენ შევძლებთ ამ რეგიონში ომის შეჩერებას, სხვა ომების შეჩერებაც, მათ შორის ამ რუსული ომის, ნამდვილად შესაძლებელია“, - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ საუბრის დროს მან ტრამპს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შესახებ აცნობა.
"მადლობელი ვარ მხარდაჭერის მზადყოფნისთვის. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები და შეთანხმებები, რომლებსაც ამ მხრივ ვამზადებთ. არსებობს კარგი ვარიანტები, ძლიერი იდეები, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ძალები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, საჭიროა რუსების ნამდვილ დიპლომატიაში მზადყოფნა.
"ამის მიღწევა ძალის გამოყენებით შეიძლება. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს