“არსებობს პუნქტები, რომელზეც მოუწევს დათანხმება “ქართულ ოცნებასაც” და ოპოზიციასაც”

ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო 6 პუნქტიან გეგმას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის სამოქმედო გეგმაშია ჩამოყალიბებული.
"ეს შეხვედრა, რომელიც იყო პირველი შეხვედრა ამ მედიაციის ფორმატში, გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ძალიან დეტალურად განგვეხილა ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად, ყველა იმ 6 პუნქტთან მიმართებაში, რომელიც არის ჩამოყალიბებული პრეზიდენტ მიშელის სამოქმედო გეგმაში. ზოგიერთ საკითხზე ჩვენ გვქონდა უფრო ფუნდამენტური დისკუსია უფრო მეტ დეტალზე, სხვებზე შევთანხმდით რაღაც ზოგად მონახაზზე, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისთვის და არსებობს საკითხები, რომელზეც შეიძლება შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავჭრით მთავარ პრობლემებს.
პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენს პარტიას წარმოადგენდეს ნიკა მელია და შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს შესაბამისად, პატიმრობიდან.
გარდა ამისა, ვადამდელი არჩევნები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ პოზიციის გადახედვა იცით, რომ არ მომხდარა. გზები, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ ამ არჩევნებამდე, არსებობს სხვადასხვა და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი.
არსებობს პუნქტები, რომელზეც მოუწევს დათანხმება "ქართულ ოცნებასაც" და მოუწევს დათანხმება ოპოზიციასაც იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს წარმატებით, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


