არსებული ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის გამო ჩეჩნეთიდან საქართველოში გამოქცეული ქალი უსაფრთხოდ არის


ავტორი
Front News საქართველო
არსებული ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის გამო ჩეჩნეთიდან საქართველოში გამოქცეული ქალი უსაფრთხოდ არის.
თავდაპირველად გავრცელდა ცნობები, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს, გატაცებაში კი მისი და და 5 ჩეჩენი პირი მონაწილეობდა.
ასევე, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ მას აიძულებდნენ, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომ ის საქართველოს ნებაყოფლობით ტოვებდა.
შსს აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საქართველოს ტერიტორიაზე ამ ეტაპზე რაიმე სახის დანაშაული არ დასტურდება. ასევე, პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება, დაწყებულია რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
შსს-ს ცნობითვე, ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის კომუნიკაცია შედგა და მისგან მიღებული ინფორმაციით, მუქარას ან რაიმე სახის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ის მსხვერპლთა თავშესაფარშია გადაყვანილი.
თაგები:
ოჯახში ძალადობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს