Logo

არსებული ინფორმაციით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით არის დაკავებული

სამართალი
202
Frontnews image description

შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული.

როგორც "imedinews" წერს, არსებული ინფორმაციით, ის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია, რომლის დედის საცხოვრებელ სახლთან საგარეჯოში ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში" გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Advertisement