არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც საგარეჯოში რამდენიმე ადამიანი მოკლა, 49 წლის ყოფილი სამხედროა


ავტორი
Front News საქართველო
მამაკაცი, რომელმაც საგარეჯოში ცეცხლი გახსნა, სოფელ მანავის მცხოვრები, 49 წლის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. ის საერთაშორისო სამხედრო მისიებში მონაწილეობდა.
არსებული ინფორმაციით, მას კორპუსში, საიდანაც ცეცხლი გახსნა, ბინა ჰქონდა დაქირავებული.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი.
სროლის შედეგად არიან დაჭრილები, მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. 4 მათგანი საგარეჯოს კლინიკაშია გადაყვანილი, ერთი თბილისიში გადმოიყვანეს. ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.
თაგები:
საგარეჯო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს