არსებული ინფორმაციით, თბილისში სპეცოპერაციის შედეგად, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები დააკავა.
საპოლიციო ღონისძიებები რამდენიმე უბანში ერთდროულად ტარდებოდა. მათ შორის, გლდანი-მუხიანის დამაკავშირებელი გზატკეცილის მიმდებარედ, ალეკო გობრონიძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. მეზობლების განცხადებით, დაკავებული პირები მდგმურები იყვენენ და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს