არსებული ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ პატრიკეთში ქმარმა ცოლი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, ქმარი ცოლს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა.
ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
ადგილობრივები მომხდარის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა ორ ვერსიაზე საუბრობენ. მათი თქმით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა, ცეცხლი წაუკიდა, მეორე ვერსიით, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა.
ცეცხლის ჩაქრობას მეუღლეც შეეცადა და მანაც დაზიანებები მიიღო, ის ამჟამად კლინიკაშია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს