Logo

არსენ ავაკოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს

უკრაინა
1472
Frontnews image description

 უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

 

“უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მან წარადგინა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება“, – ნათქვამია უკრაინის შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

განცხადებაში ავაკოვის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არაფერია ნათქვამი.

 

არსენ ავაკოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2014 წლის 27 თებერვლიდან იკავებდა.

თაგები:

Advertisement