არტილერია, ჯავშანტექნიკა და ვერტმფრენები – აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას უგზავნის


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს, მათ შორის მიაწოდებს ჯავშანტექნიკას და ვერტმფრენებს.
როგორც ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ბევრ მაღალი ხარისხის შეიარაღებას, რომელიც უკვე მოწოდებულია აშშ-ის მიერ, ასევე ახალ შესაძლებლობებს, რომელიც მორგებულია უფრო ფართო შეტევაზე, რომელიც რუსეთმა შესაძლოა, აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყოს.
ახალ შესაძლებლობებს შორის მოიაზრება საარტილერიო სისტემები და ჭურვები, ასევე ჯავშანტექნიკა. ბაიდენმა ასევე დაამტკიცა უკრაინისთვის დამატებითი ვერტმფრენების გადაცემა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს