“არც ერთ მედიასაშუალებაში და არც ტელეკომპანია “პოსტ ტვ”-ში საგამოძიებო სამსახური არ არის შესული”

ავტორი
Front News საქართველო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ჟურნალისტების კითხვების პასუხად, არაერთგზის განიმარტა, რომ საგამოძიებო სამსახური არ არის შესული ტელეკომპანია პოსტ ტვ-შიდა არ ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა მაინც გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს, რაც არის სიცრუე.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არც ერთ მედიასაშუალებაში და არც ტელეკომპანია პოსტ ტვ-ში საგამოძიებო სამსახური არ არის შესული.
მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან", – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:





