Logo

“არც ერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ჩვენი ჩართულობის გარეშე არ იქნება განხილული მომავალში”

Frontnews image description

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების შეხვედრისას განხილვის მთავარი საკითხი ამნისტიის კანონპროექტი იყო. 

მისი განმარტებით, კანონპროექტს, როგორი სახითაც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა, ისინი მხარს არ დაუჭერენ. 

"ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია. იქ ცვლილებები ჩვენი მხრიდან აღარ შევა. ჩვენი პროექტი დარეგისტირებულია და ის ცნობილია საზოგადოებისთვის. 

ჩვენ ვისაუბრეთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისმომწერი ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით კოორდინაციაზე, იმაზე, რომ სამშაბათს, ამნისტიის კანონზე იქნება ბიუროზე მსჯელობა და იქ დავესწრებით რა თქმა უნდა. ვიმსჯელეთ იმაზე, რომ არც ერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ჩვენი ჩართულობის გარეშე არ იქნება განხილული მომავალში, დანარჩენ დეტალებზე ყოველდღიური კონსულტაცია გვექნება და მოგახსენებთ"-განაცხადა ჯაფარიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში ოპოზიცური პარტიების შეხვედრა ორ საათზე მეტია, გრძელდება.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები