Logo

“არც ერთი წუთის დაკარგვა აღარ შეიძლება”

საზოგადოება
656
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას პარტიის ოფისში ელოდებიან. 

"იქნება პირველი მოთელვითი კონსულტაციები. არც ერთი წუთის დაკარგვა აღარ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდულები ვართ დროის თვალსაზრისით, კომენდანტის საათიდან გამომდინარე, მართლა ერთი წუთის დაკარგვა არ მინდა. რაც შეეხება დოკუმენტს, ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. შეუძლებელია დაზუსტებული საბოლოო პასუხი გაგცეთ, მაშინ როდესაც კონსულტაციები დღეს იწყება და ამას მინიმუმ რამდენიმე დღე დასჭირდება. კონსესუსის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაღალი ალბათობით ჩატარდება კენჭისყრა და ეს გამოავლენს იმ პოზიციას რომლსაც მივემხრობით"- აცხადებს მელია. 

მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის შეთანხმებას "ენმ" – მელიას განცხადებით, აღნიშნული კითხვა სამართლიანად პასუხგაუცემელია, რადგან "ასე ხელაღებით არასერიოზულია საუბარი იმ დოკუმენტზე, რომელიც ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვის ნიშანიც არსებობს".

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები