“არცერთ შემთხვევაში არ იქნება ვადამდელი არჩევნები, როგორიც არ უნდა იყოს შეთანხმება”


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოცემულობაზე, რომელიც სახეზეა. ეს ნიშნავს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ვადამდელი არჩევნები, როგორიც არ უნდა იყოს შეთანხმება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა.
„ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა. თუნდაც, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც ოპოზიციას აქვს შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ-პლებისციტსაც, თვითმმართველობასთან მიბმულსაც, რეფერენდუმსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ. მოცემულობა არის, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის მოცემულობა. ულტიმატუმებით საუბრობს ოპოზიცია. გუშინ საჯარო განცხადებაც კი გააკეთეს, სადაც საუბრობენ ორ ულტიმატუმზე, რომლის გაუთვალისწინებლობის პირობებში, ისინი ხელს არაფერს მოაწერენ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოცემულობაზე, რომელიც სახეზეა. ეს ნიშნავს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ვადამდელი არჩევნები, როგორიც არ უნდა იყოს შეთანხმება“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:


პაატა ბურჭულაძე – არჩევნები ვადამდელი კი არ უნდა იყოს, არჩევნები უნდა ყოფილიყო უკვე გუშინ, დაგვიანებულიც არის

ეკა ხერხეულიძე – კულმინაცია ნებისმიერ შემთხვევაში იქნება არჩევნები, ამიტომ ვფიქრობთ, რომ დასაკარგი დრო არ გვაქვს

სალომე ზურაბიშვილი – მომავალი არჩევნები ამ ქვეყნისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც 1918 წლის არჩევნები, ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო