არტურ გებალი – ვიწონებთ ამ გადაწყვეტილებას, ეს სიმბოლური ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან დასაწყისისთვის

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ შევუერთდით საერთო ევროპულ კონსენსუსს, შეუჩერდეთ თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა დიპლომატიური პასპორტის მქონე ქართველ მაღალჩინოსნებს ევროკავშირის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა არტურ გებალმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვების ეს მხოლოდ სიმბოლური დასაწყისია.
“ჩვენ შევუერთდით საერთო ევროპულ კონსენსუსს, შეუჩერდეთ თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა დიპლომატიური პასპორტის მქონე ქართველ მაღალჩინოსნებს ევროკავშირის ტერიტორიაზე. ვიწონებთ ამ გადაწყვეტილებას. ეს სიმბოლური ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან დასაწყისისთვის.
ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, ცხადია, ვმონაწილეობთ რიგი საკითხების გადაწყვეტილების ინიციირებაში, მაგრამ ამ მიმართულებით შემდეგი ნაბიჯები რა იქნება და რა შეიძლება გაკეთდეს, ეს ჯერ არ ვიცით.
რა თქმა უნდა, გვაშფოთებს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება – შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ. ეს ნამდვილად სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ვუცხადებთ მხარდაჭერას ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლაში”, – განაცხადა არტურ გებალმა.
ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს ევროსაბჭომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეუჩერა.
თაგები:
არტურ გებალი




