“ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს”

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემოტანას ეხმაურება და მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ქვეყანას ვაქცინის შემოტანაში დაეხმარა.
"ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს.
ჩვენ კვლავ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და სოლიდარობით ამ კრიზისს დაამარცხებს",- წერს ზურაბიშვილი.
თაგები:





