Logo

“ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს იკავებს სხვა, ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია”

საზოგადოება
931
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიერ ახალი პარტიის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სანერვიულო ოპოზიციას უფრო აქვს, ვინაიდან მათ პარლამენტში შესვლას, ქუჩაში გასვლა არჩიეს. 

მისივე განმარტებით, როცა ოპოზიცია თავის ადგილს კარგავს, აღნიშნულს სხვა იკავებს. დაიკავებს თუ არა ამ ადგილს გიორგი გახარია, თალაკვაძის განმარტებით, ეს შემდეგ პროცესებში გამოჩნდება. 

"მადლიერი ვარ და ვაფასებ იმ დამოკიდებულებას, რომ მათ თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ, წინასწარ შემატყობინეს. რაც შეეხება გიორგი გახარიას და მასთან კონკურენციას, ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, რა პარტიას შექმნის, ვინ იქნება მის გუნდში და რა პოლიტიკურ პლატფორმას აირჩევენ ისინი. არსებობს ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხები იქნება გასაცემი. 

მეორე მხრივ, ვფიქრობ, უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა, რომ ოპოზიცია ყოფილიყო პარლამენტში, აირჩია ქუჩა. ქუჩის პროექტი არის გაკოტრებული, ვინაიდან საზოგადოება კვლევებში მხარს არ უჭერს. ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესი", – განაცხადა თალაკვაძემ. 

გიორგი გახარიას გუნდმა, ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნება" დატოვა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები