Logo

“ასეთია კანონის უზენაესობა კლანურად, არ უშველის ამათ ტალღები, ცუნამი სჭირდებათ”

საზოგადოება
671
Frontnews image description

"ასეთია კანონის უზენაესობა კლანურად. არ უშველის ამათ ტალღები, ცუნამი სჭირდებათ", – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი გიორგი მშვენიერაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე წერს, რომელმაც 5 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე ინფორმაცია 4 აპრილს, ღამით გაავრცელა .

"როცა სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღას ვიხილავდით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, სხდომის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების 1 კვირიან ვადას ვერ ვიცავთ, ძალიან დიდიაო და ამიტომ ვარღვევთო. 3 დღემდე შევამციროთ და დავიცავთო. შემცირდა 3 დღეზე და მის მერეც არ მახსენდება, ერთხელ მაინც რომ დაეცვათ.

ანუ, ერთადერთი, რაც შეიცვალა, ისაა, რომ მანამდე თუ 7-დღიან ვადას არღვევდნენ, ახლა 3 დღიანს აღღვევენ. აი, ხომ მარტივია, სცე საზოგადოებას და კანონს პატივი და 3 დღით ადრე გამოაქვეყნო სხდომის შესახებ ინფორმაცია? მაგრამ არა, პრინციპულად არ შვებიან.

ასეთია კანონის უზენაესობა კლანურად. არ უშველის ამათ ტალღები, ცუნამი სჭირდებათ", – წერს მშვენიერაძე

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები