აშშ და ევროკავშირი სერბეთს და კოსოვოს მოუწოდებენ, შეაჩერონ კონფლიქტის ესკალაცია


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტმა კოსოვოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოკავშირეები შეშფოთებული არიან სერბეთსა და კოსოვოს შორის კონფლიქტით და მოუწოდებენ მხარეებს დაძაბულობის შემცირებისკენ, რომელიც გასულ კვირას გადაიზარდა სერბულ ბარიკადებში მიტროვიცაში, ასევე საბრძოლო მზადყოფნის შესახებ ოფიციალური ბელგრადის განცხადებაში.
“მოვუწოდებთ ყველას მაქსიმალური თავშეკავებისკენ, მიიღეთ გადაუდებელი ზომები სიტუაციის უპირობო დეესკალაციისთვის, პროვოკაციების, მუქარისა თუ დაშინების თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მოკავშირეები აღნიშნავენ, რომ აშშ და ევროკავშირი უშუალოდ მუშაობენ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტისთან პოლიტიკური გადაწყვეტის, დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის და, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
“ამავდროულად, კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული და ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და დაუშვებელია.
მოკავშირეები მოელიან, რომ კოსოვო და სერბეთი დაუბრუნდებიან შერიგების, რეგიონული სტაბილურობისა და თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას მათი მოქალაქეების საკეთილდღეოდ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში არსებული დაძაბულობის გამო 26 დეკემბერს სერბეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს