აშშ იმედოვნებს, რომ შვედეთი ნატოს უახლოეს კვირებში შეუერთდება


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ შვედეთი ნატოში შესვლას უახლოეს კვირებში დაასრულებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებამ უარი თქვან ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრიანდნენ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ გამოიწვია.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა ასევე დღეს განაცხადა, რომ მის ქვეყანას კვლავ იმედოვნებს, რომ ნატოს წევრი ალიანსის ივლისის სამიტამდე გახდება.
შვედეთი ერთ წელზე მეტია, ცდილობს გახდეს ნატოს წევრი. მისი წევრობა არ არის რატიფიცირებული უნგრეთის და თურქეთის მიერ. თურქეთის ხელისუფლებას არ სურს მხარი დაუჭიროს შვედეთის ალიანსში შესვლას, რადგან ისინი ქვეყანას “ტერორიზმის მხარდაჭერაში“ ადანაშაულებენ.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯერ არ არის მზად, შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.
თაგები:
ენტონი ბლინკენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს