აშშ ირანში სახმელეთო ოპერაციას არ ჩაატარებს

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში სახმელეთო ოპერაციის გეგმა არ აქვს. ვაშინგტონი ფსონს ხანგრძლივ საჰაერო და საზღვაო კამპანიაზე დებს, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ კოტონმა განაცხადა.
"პრეზიდენტს არ აქვს ირანის შიგნით რაიმე მასშტაბური სახმელეთო ძალების შექმნის გეგმა... პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ უნდა ველოდოთ მდგრად საჰაერო და საზღვაო კამპანიას“, - განაცხადა კოტონმა.
სენატორმა განმარტა, რომ კამპანიები მიზნად ისახავს არა მხოლოდ ირანის ბირთვული ამბიციების შემდგომ შეკავებას, არამედ, რაც მთავარია, ქვეყნის უზარმაზარი სარაკეტო არსენალის განადგურებას.
28 თებერვალს, ისრაელმა, შეერთებულ შტატებთან ერთად, ირანზე ახალი თავდასხმა დაიწყო. ეს გადაწყვეტილება ბირთვული შეთანხმების შესახებ ბოლოდროინდელმა მოლაპარაკებებმა განაპირობა, რომლებიც წარუმატებლად დასრულდა.
ღამით თეირანმა ოფიციალურად აღიარა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად. სხვა ოფიციალური პირებიც დაიღუპნენ. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც დამაჯერებლად განაცხადა, რომ ხამენეი მოკლეს.
ამ თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გამოაცხადა უპრეცედენტო სამხედრო პასუხის დაწყების შესახებ, ტრამპი თავის მხრივ, ირანს დაემუქრა უპრეცედენტო ძალის დარტყმით შემდგომი ესკალაციისა და ახალი თავდასხმების შემთხვევაში. ამჟამად, ორ მხარეს შორის საომარი მოქმედებები გრძელდება.





