აშშ-ის დაზვერვა ადასტურებს ინფორმაციას, რომ მოსკოვი უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის მოყვანას გეგმავს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა ადასტურებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და მის ოკუპაციას. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.
“სიენენის“ წყაროს ინფორმაციით, ბრიტანეთის მსგავსად ანალოგიური მონაცემები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვასაც.
“დიახ, ჩვენ ვნახეთ დაზვერვის მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთი ცდილობს, შეამციროს ხარჯები ხანგრძლივი ომისთვის, მაგალითად იმით, რომ შექმნას მეგობრული მთავრობა უკრაინაში და გამოიყენოს ჯაშუშური სააგენტოები“, – აცხადებს „სიენენის“ წყარო.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კრემლი უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და მის ოკუპაციას. უწყების ცნობით, პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს