Logo

აშშ-ის მთავარი ქირურგი – თუ აცრილი არ ხართ, ვღელავ თქვენ გამო, “ომიკრონით“ დაავადებულ ვაქცინირებულებსა და აუცრელებს შორის უდიდესი სხვაობა იქნება

მსოფლიო
1343
Frontnews image description

“ომიკრონის“ შემთხვევები მომდევნო კვირების განმავლობაში მკვეთრად გაიზრდება. სხვაობა კი, ვაქცინირებულებისთვის და არავაქცინირებულებისთვის, ძალიან დიდი იქნება“, – ამის შესახებ აშშ-ის მთავარმა ქირურგმა, ვივეკ მურთიმ ტელეკომპანია CBS-ის ეთერში განაცხადა. 

 

“უახლოეს კვირებში შემთხვევების პიკური მატება გვექნება, რადგან „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად გადამდებია და საამისოდ მზად უნდა ვიყოთ. თუმცა დაავადების განვითარების თვალსაზრისით ძალიან დიდი იქნება განსხვავება მათ შორის – ვინც ვაქცინირებულია და მიღებული აქვს „ბუსტერდოზა“ და – ვინც იმუნიზებული არ არის“, – განაცხადა მურთიმ. 

 

მურთის თქმით, სრულად ვაქცინირებულები – მესამე დოზითაც აცრილები ან არ დაავადდებიან, ან – ძალიან მსუბუქად გადაიტანენ ინფექციას. 

 

“თუ ვაქცინირებული არ ხართ, ვღელავ თქვენ გამო. ვშიშობ, თქვენ გაქვთ ჰოსპიტალიზების რისკი, ანდა – ღმერთმა დაიფაროს, შანსი, რომ ვირუსს შეეწიროთ, დიდია. ვაქცინაცია და „ბუსტერდოზების“ მიღება თავის დასაცავად ჯერ კიდევ საუკეთესო გამოსავლად რჩება“, – განაცხადა მურთიმ.

Advertisement