
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აშშ-ის მთავრობის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის წერილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.
„აშშ-ის მთავრობის სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. აშშ და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები, რაც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე. მომავალ წლებში ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიული პროცესების განმტკიცებაში, როდესაც საქართველო ქმნის უფრო დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას და სრულფასოვან, ფუნქციონალურ პარლამენტს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატალანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას, ისევე როგორც მათ ძალისხმევას, წინ წაწიონ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება „კოვიდ-19“ -ის პანდემიის შემდეგ აღდგენის პროცესში. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის სულისკვეთებით, გისურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს.
ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებაში, ვაფასებთ საქართველოს წვლილს ნატო-ს ავღანეთის მისიაში. პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც თავი გაწირეს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას“, – ნათქვამია წერილში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს