აშშ-ის პრეზიდენტი საკაბელო ტელევიზიებს, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით, სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე სატელევიზიო კომპანიის წარმომადგენელი და სოცმედიის პლატფორმები, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით, სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა, რასაც, მისი თქმით, ისინი ფულის საკეთებლად იყენებენ.
მან აღნიშნა ისიც, რომ კონკრეტული ფლატფორმების მიერ დეზინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა, მრავალი სიცოცხლე იმსხვერპლოს, მათ შორის – მათივე მომხმარებლის.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჯო ბაიდენი ასევე შეეხო იმუნიზაციის მოწინააღმდეგე ადამიანთა ჯგუფების საკითხს და აღნიშნა, რომ არავაქცინირებულმა პირებმა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღონ, რადგან იმუნიზაციაზე უარს აცხადებენ, თუმცა იქვე დაამატა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები სწორედ რომ გავრცელებული დეზინფორმაციის შედეგია, რაც საკაბელო ტელევიზიების და სოცმედიის სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ვრცელდება.
თაგები:
ჯო ბაიდენი