
ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად.
“ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად.
ელჩი დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ISFED-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგში მათ მნიშვნელოვან საქმიანობაზე ისაუბრეს.
არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
აშშ-ის საელჩო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს