აშშ-ის საელჩო – ბატონი მდინარაძის განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში აშშ-ის საელჩო “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება.
“ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული”, – წერს საელჩო.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, თავად აშშ-ის ლიდერები და პირველი პირი, პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის, NED-ის მხრიდან მოდიოდა.
“ჩვენ ბოროტებას ამერიკის ფულს არ ვუწოდებდით. დღეს, თავად ამერიკელები და ამერიკელი ხალხის სახელით პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, მისი მომხრეები, თანაგუნდელები საუბრობენ, რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება”, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს