აშშ-ის საელჩო – დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მორიგ ქარდს აქვეყნებს.
“დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ”, – წერს საელჩო.
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე წინასაარჩევნო შეხვედრების დროს აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკონსტიტუციო არჩევნების მიღების შემთხვევაში, “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტ პარტიებს გაასამართლებს”, ივანიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” წამოიწყებს სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც ოპოზიციური პარტიები აიკრძალებიან.
რამდენიმე დღეა, აშშ-ის საელჩო “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს საინფორმაციო ქარდებით პასუხობს.
საელჩოს ქარდებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. იგი ელჩ რობინ დანიგანს მოუწოდებს, თავისი თანამშრომლების საქმიანობაში “უფრო ღრმად ჩაიხედოს”, რადგან საელჩოს თანამშრომლები “სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ”.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს