აშშ-ის საელჩო - ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის წინსვლისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისთვის


ავტორი
Front News საქართველო
აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აღნიშნავს, ეს არის შესაძლებლობა წინსვლისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც საელჩო აღნიშნავს, დონალდ ტრამპმა მხარეები ერთ მაგიდასთან შეკრიბა და შუამავლობა გაუწია შეთანხმებას, რომელმაც ათწლეულების კონფლიქტი დაასრულა.
„აშშ დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აღნიშნავს. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს მხარეები ერთ მაგიდასთან შეკრიბა და შუამავლობა გაუწია შეთანხმებას, რომელმაც ათწლეულების კონფლიქტი დაასრულა. ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის წინსვლისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისთვის, რომლის შედეგიც იქნება სავაჭრო შეთანხმებები და კეთილდღეობა როგორც ამერიკელი, ისე სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხისთვის. ვულოცავთ ორივე ქვეყანას მშვიდობის ახალი ეპოქის დაწყებას“, – წერს აშშ-ის საელჩო.
თაგები:
აშშ-ის საელჩო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს