აშშ-ის საელჩო – მიუხედავად გამარჯვებულების ვინაობისა, ველით ვალდებულების აღებას, რომ მმართველობისას ხალხის საუკეთესო ინტერესები იქნება გათვალისწინებული

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში აშშ-ის საელჩო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“დღეს ელჩი დეგნანი საელჩოს დამკვირვებელთა 45 ჯგუფთან ერთად საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებს აკვირდება. ჩვენ მოუთმენლად ველით, ვიხილოთ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი.
ასევე, მიუხედავად გამარჯვებულების ვინაობისა, ველით ვალდებულების აღებას, რომ მმართველობისას ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები იქნება გათვალისწინებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
კელი დეგნანი




