
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია. ეს ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
“საქართველოში ყოფნისას ელჩი დეგნანი ძალიან ბევრ სასამართლოს ესტუმრა, გაიცნო და ესაუბრა უამრავ მოსამართლეს მათი საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტისას ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ამ სასამართლოს მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის იქნება ნაკარნახევი საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
შეერთებული შტატები ამ მიზნისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ერთგული რჩება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fphoto.php%3Ffbid%3D628520212651249%26set%3Da.300589298777677%26type%3D3&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”551″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს