Logo

“აშშ-ის საელჩო შეშფოთებულია სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით”

საზოგადოება
336
Frontnews image description

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი კელი დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მისი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერის გამოსახატად შეხვდა.  

"სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ინსტიტუტია. ჩვენ შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას. 

მოვუწოდებთ პარლამენტს, კონქტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად", – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.   

თაგები:

Advertisement