აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უკრაინაში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა. ეს მისი მეორე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
ბოლოს ნულანდი კიევში 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში იმყოფებოდა და ორი დღის განმავლობაში ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრი ერმაკს, მინისტრებს, სხვა მაღალჩინოსნებს და უმაღლესი რადას დეპუტატებს, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
“უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში. პუტინი აგებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ყველა ჩვენი უკრაინელი მეგობრისთვის გვეთქვა, რომ დიახ, ისინი იბრძვიან და ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას გადარჩენასა და აყვავებაში. მაგრამ ეს ასევე არის თავისუფლების შენარჩუნების გარანტია. უკრაინა ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის“, – განაცხადა ნულანდმა ვიზიტის შემდეგ.
თაგები:
ვიქტორია ნულანდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს